photo

გედი ფოფხაძე: ივანიშვილი აკვარიუმიდან ელაპარაკება ხალხს, ეს დამარცხების შიშია

- თქვენ ბიძინა ივანიშვილს პირადადაც ძალიან კარგად იცნობთ, ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა თუ რას ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ჩაეწერა კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსზე, რომელსაც არჩევნების მერე გვთავაზობს ივანიშვილი და მისი პარტია?

- მგონია, რომ ამ ვითარებაში ივანიშვილი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. ომისა და მშვიდობის თემა არ ეყო. ქრისტიანობა ჩვენთვის ძალზე ემოციური თემაა. ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ასეთი მგრძნობიარე თემის შემოგდება აპრობირებული ვარიანტია - დავით გარეჯის მოდელი, 2020 წელს, წინასაარჩევნოდ ძალზე აქტიური სპეკულირების საგანი იყო, ხოლო არჩევნების მერე არავის გახსენებია. ჩემთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ პერსონა, რომელიც საჯაროდ სპეკულირებს რელიგიის თემით, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული მასთან.

შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემსა და ივანიშვილს შორის ამ თემაზე კამათი ყოფილა. რაღაც მოტივაციით, კონკრეტულ კანონს მხარი არ დავუჭირე. მან ჩათვალა, რომ ეს რელიგიური მოსაზრებებით გავაკეთე და პირდაპირ მითხრა, გედი, როცა პარლამენტში შედიხარ, შენი რელიგიური გრძნობები პარლამენტს მიღმა უნდა დატოვოო. არ დავეთანხმე - რელიგიური მოტივაცია არ არის პიჯაკი, რომელსაც გაიხდი, გარეთ დატოვებ და ისე შეხვალ დარბაზში. ყველას გვაქვს ჩვენი მსოფლმხედველობა, ვერც გრიგორიანელს, ვერც მუსლიმს, ვერც აგნოსტიკოსს ვერ ვეტყვით, რომ პარლამენტში ეს შეხედულება არ უნდა გქონდეს. ყველას აქვს თავისი სინდისის თავისუფლება - მათ შორის, პოლიტიკოსსაც. ამ ნაწილში ვინმეს შეზღუდვა არასწორია. თუ ივანიშვილს მიაჩნია, რომ როცა პოლიტიკას ეხება საკითხი, გარეთ უნდა დავტოვო ჩემი რელიგიური შეხედულებები, მაშინ მით უმეტეს, რასაც ის ახლა აკეთებს, არაგულწრფელია.

მარიხუანას კულტივაციის თემაზეც მოგვივიდა კამათი. ბიძინა ძალიან მოტივირებული იყო ფინანსური ინტერესის გამო. ვუთხარი, რომ იყო არასწორი გადაწყვეტილება - ქვეყანაში, სადაც არ არის ეკონომიკა, არ შეიძლება ძირითადი დარგი იყოს მარიხუანას კულტივაცია. ყველას გვესმის, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში მარიხუანას კულტივაცია და იგივე რომელიმე ძლიერ ქვეყანაში, ორი სხვადასხვა რამაა, რადგან ძლიერ ეკონომიკაზე ეს არანაირად არ აისახება. ჩვენთან ამ მიმართულების ხელშეწყობა გამოიწვევდა იმას, რომ აღარავის მოუნდებოდა სოფლის მეურნეობის ყველა სხვა მიმართულებით განვითარება - ვაზი საჭიროებს შრომას და მარიხუანა - არა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის და საერთოდ კულტურული, ტრადიციული დარგების სიკვდილი. ცოტა მორალურ ნაწილშიც შევუსწორე პოზიცია და ვუთხარი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში

მარიხუანას კულტივაცია ტრადიციული ღირებულებების ხელყოფას ნიშნავს და მადლი არ გვექნება. ამაზე ზუსტად ასე მიპასუხა - პოლიტიკოსს, რომელიც ასეთი ტერმინებით საუბრობს, პოლიტიკაში არაფერი ესაქმებაო.

- საპატრიარქოსთან მისი დღევანდელი შეუთანხმებლობა პირველი არ არის?

- საპატრიარქოსთან მისი დღევანდელი შეუთანხმებლობა პირველი არ არის?

სასულიერო პირებს უსმენს ადამიანი, ვისაც სხვების პირადი ცხოვრების დეტალები აინტერესებს. სასულიერო პირებს ადამიანებზე მრავალმხრივი ინფორმაცია აქვთ, ისინი ისმენენ აღსარებებს, ხოლო ამგვარი ინფორმაცია პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არის საჭირო. ამ ნაწილში ივანიშვილი ეკლესიით მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო არ ინტერესდება, ეს ძალზე პრაქტიკული მომენტია.

- გამოუყენებია მას ეს ინფორმაცია, თუნდაც, თქვენს წინააღმდეგ?

- ასე პირდაპირ ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ჩემი ტელეფონი რომ ისმინება, ეს ვიცი. მქონია ასეთი შემთხვევა, ტელეფონით კოლეგას რაღაც ვუთხარი დილას და საღამოს ვახო გომელაურმა ეკა ბესელიას კითხა, გედი ასე რატომ ფიქრობსო. ასევე მქონდა შემთხვევა ნიკა გვარამიასთან - როცა ხელისუფლებაში ვიყავი და ნიკა ჯერ კიდევ რუსთავი 2-ში იყო, დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. სამი დღის მანძილზე ადევნება იყო ჩემზე. ეს თანამშრომლები სხვა ადამიანის მეშვეობით გამოვააშკარავე. გადავამოწმე და გავარკვიე, რომ ჩემი და ნიკას შეხვედრის სათვალთვალოდ დამყვებოდნენ.

- როგორ იტანს ივანიშვილი მარცხს, თუნდაც საპატრიარქოსთან?

- ძალიან მძიმედ, რადგან მისთვის ამ ქვეყანაში კონკურენტის, ან თუნდაც ვინმე ისეთის არსებობა, ვინც მას სურვილებს დაუკორექტირებს, მიუღებელია. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ხელს შეუშლის მისი ოცნებების და სურვილების რეალიზებაში, არის მტერი, რომელიც უნდა განეიტრალდეს. ეს გამოამჟღავნა პატრიარქთან მიმართებაშიც, იმ ადამიანებთან მიმართებაშიც, ვინც 2012 წელს გამარჯვებას მიაღწია, ზოგადად, ხალხთან მიმართებაშიც, ვინც იყო ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტი იყო, როდესაც ივანიშვილმა მითხრა, უჩემოდ თქვენ ვერ მოიგებდით არჩევნებს და ვუპასუხე, უჩვენოდ ვერც თქვენ მოიგებდით-თქო. გასაგებია, რომ ივანიშვილის სუბიექტური ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ხალხია გამარჯვების მთავარი შემოქმედი

შესაბამისად, ყოველი მარცხი მისთვის ძალზე მტკივნეულია. ახლა რა ფსიქოლოგიური განცდაც აქვს, როცა აკვარიუმიდან ელაპარაკება ხალხს, სწორედ დამარცხების შიშია.

საქართველოში ძალზე მაღალია მოთხოვნა პოლიტიკოსის ვაჟკაცობაზე. ეს სტანდარტიც უნდა ჩააბაროს პოლიტიკოსმა. მისი შუშისმიღმიერი შეხვედრები ხალხთან, პოლიტიკური განაჩენია. მან საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა ეს განაჩენი, როცა ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე იწყებს ლაპარაკს იმაზე, რაც უპრობლემოდ შეეძლო გაეკეთებინა, მათ შორის, ეკლესიასთან მიმართებაში. მას თავისუფლად შეეძლო ემუშავა ამ თემებზე, როცა ჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაშინ ეს იქნებოდა სურვილი და ახლა ეს არის სპეკულაცია.

ბიძინა ხვდება, რომ არჩევნები შეიძლება წააგოს, ამიტომ მისი მთავარი მოტივაცია არის ხმები, თავის გადარჩენა და არა ეკლესიის ინტერესები. მერეც, თუ ივანიშვილი ეკლესიას რაიმე ფორმით მიიმხრობს, რეალურად გადაიყოლებს ეკლესიას, დღეს ივანიშვილის მაოხრებელი მკვდრის როლია სწორედ ეკლესიის მტრობა. არ შეიძლება ეკლესია გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობის მხარე იმიტომ, რომ რეალურად „ოცნება“ და ივანიშვილი დამთავრებულია.

- სცენაზე მასთან ერთად, თუმცა განცალკევებით დგანან მისი პოლიტიკოსები - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი, უმრავლესობის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე… რას აკეთებენ იქ, თუკი ვერ უკორექტირებენ დაპირებებს?

- სცენაზე მასთან ერთად, თუმცა განცალკევებით დგანან მისი პოლიტიკოსები - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი, უმრავლესობის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე… რას აკეთებენ იქ, თუკი ვერ უკორექტირებენ დაპირებებს?

ეს კონფლიქტი მათ თავის დროზე მოაგებინეს ივანიშვილს და ახლა ემსახურებიან მას და ხალხთან მიმართებაში არანაირი მოტივაცია არ აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებით უნდა მოქმედებდნენ. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ასეა, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკოსი იქ არ დარჩა.

- ივანიშვილი არის პოლიტიკოსი?

- რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. როდესაც პრემიერი იყო, მაშინაც კი სახლში ატარებდა მთავრობის სხდომებს - ბიზნესცენტრს კი უწოდებდნენ, მაგრამ რეალურად ეს იყო სახლი. მეც მომიწია მასთან ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან, იპოთეკით დაზარალებულთა თემაზე. ვუთხარი, რომ დაპირებები უნდა შესრულდეს, - აღსრულება შეწყდეს, ბანკის არნახულად დიდი პროცენტული განაკვეთები შემცირდეს და ხელისუფლება ხალხისკენ მიბრუნდეს. ჩემი ინიციატივით, 49 დეპუტატის ხელმოწერა მოვაგროვე პარლამენტში. ბიძინა ამის წინააღმდეგი წავიდა, მიმიწვია მთავრობის სხდომაზე, რომელიც მასთან, სახლში ტარდებოდა. ყველა მინისტრი იჯდა ბიზნესცენტრში. თვითონაც იქ იყო (ხალათით არა, მაგრამ მომისმენია, რომ ხალათითაც ყოფილა.). ჩვევია ბიძინას - გადაანაწილებს როლებს. ჩვენ ვკამათობდით და ის, ალბათ, გულში ხითხითებდა იმიტომ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, არავითარი აღსრულება არ შეჩერდებოდა და საბანკო პროცენტები არ შეიცვლებოდა.

- ბრძანეთ, რომ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ბანკირი არის?

- უფრო მევახშე.

- ბიზნესმენი?

- ჩემი აზრით, ავანტიურისტია. ის, რასაც ამ საარჩევნოდ აკეთებს, არის ერთ-ერთი მისი ყველაზე უფრო ღია და შეუფარავი ავანტიურაა, მათ შორის, ეკლესიასთან დაკავშირებითაც.

- რაზეა წამსვლელი ივანიშვილი არჩევნებში მოგებისთვის?

- თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ივანიშვილის წაგებული აქვს, მაგაზე ვთანხმდებით ყველა. ამ 12 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და როცა რამდენჯერმე ერთი და იგივე ტყუილით ბერავ ხალხს, თუკი ამ ხალხს მეხსიერება არ წაეშალა, ამ ტყუილის რეალიზება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დავით გარეჯაზე მოიტყუა, ეს ახალი დაპირება - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც შინაარსით იგივე ტყუილია, სტანდარტიც არ შეცვლილა.

ჩვენ ვემზადებით ყველაფრისთვის და თუ იქითა მხარე ხედავს, რომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ის რეალურად ვეღარაფერს ვეღარ ახერხებს - ვერც გაყალბებას, ვერც გადაწერას.

- როგორ მუშაობს სახელისუფლო პროპაგანდა რეგიონებში?

- ვერ ვიგრძენი, რომ რეგიონებში პროპაგანდა მუშაობს. მთავარი მიზანი ხომ ოპოზიციის დემონიზაცია იყო? „ოცნება“ რომ ცუდია, ამას საკუთარ ოჯახებზე გრძნობს ხალხი, მაგრამ პროპაგანდას ისინი უნდა დაერწმუნებინა, რომ მათი პრობლემები ოპოზიციის ბრალია, რომელიც მათზე ზრუნვის საშუალებას არ აძლევს ხელისუფლებას. წლის განმავლობაში, ეს მეთოდი რამდენჯერმე გამოიყენა ივანიშვილმა, მოძველდა უკვე. პროპაგანდა რომ მუშაობდეს, ქუჩებში და კარდაკარზე ასე არ შეგვხვდებოდა ხალხი. მე პირადად ჩამოვიარე კორპუსები ხელვაჩაურში, ხაშურში. ჩემი სტატისტიკა ასეთია - როდესაც კარზე აკაკუნებ, 10-დან 7 პოზიტიურად გხვდება, 2 - ნეიტრალურად და 1 - ნეგატიურად.

- როგორი 27 ოქტომბერი გვექნება?

- იქნება ეროვნული კონსოლიდაციის, გამარჯვების დღე. ემოციურად ძალზე მნიშვნელოვანი დღე იქნება. ფეხბურთის დროს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, ჩვენ ყველამ ვიგრძენით, რომ ეროვნული აღტკინება, ემოცია საქართველოში მოჭარბებულია. ხალხს უნდა გამაერთიანებელი სიმბოლოები, ჭირდება რაღაც, რაც მის კონსოლიდაციას ახდენს. 27 ოქტომბერს ქართველი ერი იქნება კონსოლიდირებული და ერთიანი. მეორე მხარეს შეუძლია გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე, აღიაროს დამარცხება და გვერდით გადგეს. ქართველი ხალხის გამარჯვების მიღება ივანიშვილის და მისი გარემოცვისთვისაც გამოსავალია. ასეთ დროს კონფლიქტში შემოსვლა ნიშნავს მათ დაღუპვას იმიტომ, რომ ისინი დაუპირისპირდებიან ქართველ ხალხს, მის ისტორიულ არჩევანს და ნებას.

„ჩვენსას მივაწვეთ“ | მირდატ ქამადაძე

„ახალ რეალობაში უნდა შევაბიჯოთ“ | ნიკა ბეგიაშვილი

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში