photo

„ეს არის ისტორიული შანსი, ქვეყნისთვის უაღრესად გადამწყვეტ მომენტში“ | ანი ქავთარაძე

ანი ქავთარაძე, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი

- გაქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება თუ ახალი სახე, ასე ვთქვათ, დებიუტანტი ბრძანდებით?

- პოლიტიკაში ნამდვილად დებიუტანტი ვარ, მაგრამ მაქვს სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტივიზმის გამოცდილება.

- რამ გადაგაწყვეტინათ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა?

- სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული ვარ , დაახლოებით, 2011 წლიდან. “პარტიზანული მებაღეობის” ერთ-ერთი პირველი პროტესტის დროს, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო და მაშინ „ოცნების“ მომხრეებს გვეძახდნენ. შეიცვალა მთავრობა, ჩვენ კი პროტესტს ვაგრძელებდით და გვაქციეს „ნაცებად“. ჩვენმა აქტიურობამ, ვფიქრობ, შედეგი გამოიღო, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ ნებისმიერი ხე, რომელიც ქალაქში იჭრება, მათია და მათ აკლდება. ამავე დროს, დედაქალაქში ისეთი ხეების დარგვა დაიწყეს, როგორსაც ვითხოვდით - კონტეინერული, ტანმაღალი, უკვე განვითარებული ვარჯით. ჩვენ სულ საპროტესტო რეჟიმში ვიყავით, რადგან თბილისში მძიმდებოდა გარემოსდაცვითი მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩართული ვიყავი თითქმის ყველა მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტში, ბოლო პერიოდში კი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ საპროტესტო აქციებში.

წარმოშობით დაბა ფასანაურიდან ვარ და, შეიძლება ითქვას, ნახევარი ცხოვრება იქ მაქვს გატარებული. მე და ჩემმა მეუღლემ, პაპაჩემის ეზოში პატარა რესტორანიც ავაშენეთ, მკვეთრი ანტისაოკუპაციო იმიჯით. რესტორნის სივრცეში ყველგან აღნიშნულია, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ერთი სიტყვით, მთიულეთი და ფასანაური ჩემთვის ძალიან ძვირფასია და დღესაც მჭიდრო კავშირი მაქვს ამ რეგიონთან. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩემი სამოქალაქო აქტივობა ხშირად ფასანაურსაც უკავშირდება. კერძოდ, ეს იყო საკანალიზაციო ჭებისა და წყლის პრობლემა. აგრეთვე, მძლავრად გავაპროტესტეთ ის, რომ ზამთარში არ იწმინდება ტროტუარები, რის გამოც, სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს, სატვირთო მანქანების ინტენსიურ მოძრაობაში უწევდათ გადაადგილება.პროტესტისთვის ვიყენებ სოციალურ ქსელებს ; ვწერ განცხადებებს შესაბამის მუნიციპალურ და ცენტრალურ უწყებებში, შედეგს ხან ვაღწევთ, ხან ვერ. გასული წლიდან, ასევე, ვაპროტესტებთ დიდი გვირაბის მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივები საფრთხის მომცველად აღიქვამენ. პროტესტმა აიძულა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხალხთან დიალოგზე წამოსულიყო და ალტერნატივებზე დაეწყო ფიქრი. პრობლემების ჩამონათვალი დიდია, თუმცა ყოველი მათგანი გვაჩვენებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერასდროს აფასებს სათანადოდ, რეგიონში მაცხოვრებლების წინაშე არსებულ გამოწვევებს

საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად, პ ვარ ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ვცდილობ, მაგალითი ვიყო ყველასთვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება, ოჯახთან და სამსახურთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს უნდა შეეძლოს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს უშიშრად და ხმამაღლა, რათა ვიცხოვროთ სახელმწიფოში, რომელსაც მართლა სახელმწიფო ჰქვია. მიუხედავად - აქტიურობისა, მივხვდი, რომ პროტესტით სისტემური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია, ბერკეტი არ გაქვს. სისტემაა ისე მოწყობილი, რომ მუდმივად უკან გაბრუნებს - მორევივითაა. ამიტომ, როდესაც ნიკა გვარამიასგან შეთავაზება მივიღე, დავთანხმდი პოლიტიკაში ჩართვას. მიმაჩნია, რომ - ისტორიული შანსი,, საკუთარი წვლილი შევიტანოთ უკეთესი სახელმწიფოს შენებაში.

- სრულიად ცხადია, რომ ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ რეგიონის მოსახლეობასთან. ამდენად, საინტერესოა, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო განწყობებს?

- მთა, განსხვავებული რეგიონია, შედარებით კონსერვატიული. მათთვის რთულია მკვეთრი, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ხანგრძლივად მოთმენის უნარი აქვთ; დიდხანს ელოდებიან გადამწყვეტ მომენტს. შემდეგ კი, შეიძლება თავდავიწყებით გადაეშვან ბრძოლაში. ჩემი აზრით, დღეს არის ვითარება, როცა მოქალაეთა უმრავლესობას ს სურს ცვლილებები; და სულ უფრო ხშირად, დაუფარავად აპროტესტებენ არსებულ ვითარებას.

- და რა თემები იწვევს განსაკუთრებულ გულისწყრომას?

- განსაკუთრებით თვალშისაცემია მიგრაციით გამოწვეული მძიმე შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში, განსაკუთრებით- ქალები. .და ეს ხდება ისეთ რეგიონში, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემები არც ადრე ჰქონდა და არც დღეს უნდა ჰქონდეს. ფასანაური ყოველთვის იყო აყვავებული საკურორტო ზონა. დღეს აქ, ფაქტობრივად, ტურიზმი მკვდარია. ამას უამრავი მიზეზი აქვს - ინფრასტრუქტურული პრობლემებით დაწყებული და ტურისტების სიმცირით დამთავრებული. გუდაური, უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტი ევროპაში, რადგან აქ არესბულ, სათხილამურო ტრასებს, ბევრი ქვეყანა ინატრებდა. მაგრამ ბოლო წლებში ხდება კურორტის ქაოტური განაშენიანება; გზა მოუწესრიგებელია - თავად კურორტის ზონაში, ფაქტობრივად, დანგრეულია; წყლის პრობლემა ზამთარში მწვავედ დგას - თოვლი მოვა და წყალი წყდება; მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. ასეთ პირობებში შენდება უამრავი შენობა და არავინ ითვალისწინებს განაშენიანების გეგმას და მასთან ერთად სხვა ინფრასტრუქტურულ ფაქტორებს. ამიტომ, მაღალბიუჯეტიანი ტურისტის ადგილი აღარ არის, ის აქ, უბრალოდ, აღარ მოდის.,იგივე გამოწვეევბია ფასანაურშიც და სხვა საკურორტო დასახლებებში. თითოეულის გამომწვევ მიზეზად, ხშირად გულგრილობა და კორუფცია გვევლინება. 2020 წელს 2 მილიონ ლარამდე გამოიყო იმ აუზის მოსაწესრიგებლად, საიდანაც ფასანაური მარაგდება წყლით. დაანგრიეს იქაურობა, წყლის ‘ტოტები’ დაკარგეს, ვითომ ახალი აუზი ააშენეს, მაგრამ წყალმა ქვემოდან გაჟონა. იმ ზამთარს, ნახევარ ფასანაურს წყალი გაყინული ჰქონდა. ამის შემდეგ, აი, ახლა, არჩევნების წინ, იგივე კომპანიამ მოიგო ტენდერი და ამჯერად 17 მილიონ ლარამდე გამოუყვეს, ყველაფრის თავიდან ასაშენებლად. პროექტი უნდა დასრულდეს 2026 წელს. როდესაც მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კომპანია ეკუთვნის „ქართული ოცნების“ დელეგატს ქობულეთში გიორგი ჭყონიას, რომელმაც ჯამში, 470.000 ლარი შესწირა სახელისუფლებო პარტიას ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები.

- სამწუხაროდ, კორუფცია და ნეპოტიზმი ჭამს ქვეყანას.

- ცალსახად! კვლავ ავიღოთ ფასანაურის მაგალითი, რომელიც საკმაოდ მძლავრი ტურისტული ზონა იყო, სამი დიდი სასტუმროთი. კომუნისტების დროსაც კი, აქ ჩამოდიოდა ბევრი ევროპელი ტურისტი - გერმანელები, ავსტრიელები. დღეს ამის ნიშანწყალიც არ ეტყობა ფასანაურს. საგაზაფხულოდ არაგვის სანაპიროსაც კი არ აწესრიგებენ, რომ სასეირნო ტერიტორია მაინც იყოს, რადგან თავად ფასანაურში, შეიძლება, 10 წუთი ქუჩაზეც ვერ გადახვიდეთ, იმდენად ინტენსიური მოძრაობაა, განსაკუთრებით.

- გარდა ამისა, მთას თავისი სპეციფიკური პრობლემებიც აქვს.

- რასაკვირველია. მთის სოფლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ჯანდაცვის, განსაკუთრებით კი, პირველადი ჯანდაცვის პრობლემა. ამ, აუცილებელ სერვისზე ხელმისაწვდომობა ძალზე შეზღუდულია. არ არის კეთილმოწყობილი ამბულატორიები. ფასანაურს გააჩნდა იმ დროისთვის კარგი საავადმყოფო. იყო ასეთი ქალბატონი, ექიმი-თერაპევტი ნინა ჩოხელი, რომელმაც დიდი ბრძოლის შედეგად გააკეთა საავადმყოფო, რომელიც ემსახურებოდა ორ დიდ ხეობას - მთიულეთსა და გუდამაყარს. აქ ბევრი ახალგაზრდა ექიმი ხვდებოდა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დღეს ამ საავადმყოფოს მხოლოდ ჩონჩხი დარჩა. ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა გასხვისება, მაგრამ ხალხმა არ დაანება და დღემდე აქვთ იმედი, რომ იქ ამბულატორია მაინც „დაბრუნდება“, რადგან ელემენტარული კვლევებისთვის მოსახლეობას დუშეთში უწევს ჩასვლა.

ეს თან ისეთი მხარეა, სადაც ხშირია ტრავმები. რამდენიმე წლის წინ გააკეთეს სასწრაფო დახმარების პუნქტი, მაგრამ, უბედური შემთხვევის დროს, არ აქვთ პაციენტის დასტაბილურების საშუალება და ისევ დუშეთში უწევთ წაყვანა, რაც რისკებს შეიცავს.

იგივე უნდა ითქვას სახანძრო-სამაშველო სამსახურზე. სანამ დუშეთიდან მთაში სახანძრო ამოვა, დამწვარია ყველაფერი. მცხეთა-მთიანეთზე თუ ვისაუბრებთ, ნამდვილად დიდი პოტენციალია ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთი პრობლემები ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია. ადამიანების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მინიმალურ სერვისებზე და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით ხელისუფლება აბსოლუტურად ინერტულია. მიუხედავად დაპირებისა, ვერ ვეღირსეთ სამაშველო ვერტმფრენს, არათუ შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო ვერტმფრენს, რომელიც აუცილებელია კრიტიკული პაციენტების დახმარებისთვის.

ეს ყველაფერი ჩვენს კოალიციას გათვალისწინებულული გვაქვს ჩვენი ჯანდაცვის პროგრამაში და არჩევნების შემდეგ სწრაფი ტემპით შევუდგებით შესაბამისი პროექტების, მათ შორის, რეგიონული განხორციელებას.

- სამწუხაროდ, თბილისიდან ვერ ხედავენ ამ პრობლემებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხების უმეტესობა იოლად მოგვარდებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი ძალაუფლება რომ ჰქონდეს?

- დეცენტრალიზების არაერთი მაგალითი გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში. რეალური დეცენტრალიზაცია ნამდვილად შვებაა როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. ადგილობრივზე ცენტრალური ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ მართვას. ადგილებზე ყოველთვის უკეთ იციან, , თუ რა სჭირდება ხალხს, რა არის ამა თუ იმ ეტაპისთვის პრიორიტეტული. ახლა როგორაა?! პირველი ეტაპი - ცენტრალური ხელისუფლებისთვის პრობლემის გაცნობა, შემდეგ გადაჭრისთვის ნებართვის მიღება; შემდეგ სახსრების მოპოვება და ასე უსასრულოდ… მხოლოდ ბიუროკრატიული ბარიერები და კორუფცია, პრობლემა კი - პრობლემად რჩება. დეცენტრალიზაციის პირობებში, ადგილობრივი თემი თავად დააყენებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, გამოკვეთს მათ შორის პრიორიტეტულს და ეფექტურად გადაჭრის მათ.

ჩვენი კოალიციის ხედვა სწორედ ასეთია - დეცენტრალიზაცია და ავტონოუმიურობის გაძლიერება!

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი

პარკირების პრობლემა თბილისში | კვლევა

გამოსავალი სასკოლო სპორტის განვითარებაა | თემურ პაპასკირი