photo

ეთნოგრაფიული ოკუპაცია, ანუ - რუსეთის ნაქურდალი ეროვნული სიმბოლოები | გენრი დოლიძის ბლოგი

უხსოვარი დროიდან, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს საზოგადოების დაყოფა თავისიანებად და სხვებად, თანამემამულეებად და უცხოტომელებად, თანამოქალაქეებად და ბარბაროსებად, როდესაც ტომის, გვარის, ერის ცნება გაჩნდა სამყაროში, ყველა ჯგუფი ცდილობდა თავისი განსხვავებულობის და განსაკუთრებულობს ხაზგასმას, თავისი იდენტობის გამოყოფას და მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოს ქვეშ საკუთარი ჯგუფის გაერთიანებას. ასე შეიქმნა გერბის, დროშის, ეროვნული სიმბოლოს ცნება.

მსოფლიოში ყველა ქალაქს, ტომს, ეთნოსს, სახელმწიფოს თავისი სიმბოლო გააჩნია. ეს არის ფერი, საგანი, მოვლენა, პიროვნება, ცოცხალი არსება, რომელთანაც ესა თუ ის ჯგუფი აიგივებს საკუთარ თავს, და რომელიც, სურთ მასთან იყოს ასოცირებული. იმ ოფიციალურ სიმბოლოებთან ერთად, რომელსაც თვითმმართველობის თუ საკანონმდებლო ორგანოები ირჩევენ ჰერალდიკოსების რეკომენდაციით, არსებობს სხვა, არაოფიციალური სიმბოლოებიც, რომელიც ისტორიული, პოლიტიკური თუ კულტურული ფენომენით არის ნაკარნახევი. ჩვენ ხშირად გვსმენია მითები „ორი რუსეთის“, „უმდიდრესი რუსული კულტურის“ შესახებ, თუმცა, ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ მათ, ოკუპანტური ხასიათიდან გამომდინარე, როგორც ტერიტორია, ასევე კულტურაც მრავალი ერისა და სახელმწიფოსგან აქვთ მითვისებული. მათ უმრავლესობასაც კი, ვინც რუსულ კულტურას რუსეთში ქმნიდნენ და სასიქადულო რუსებს მიეკუთვნებიან, არარუსული ფესვები ჰქონდათ, პუშკინი მავრი იყო, დოსტოევსკი ლიეტუველი დიდგვაროვნების შთამომავალი, გოგოლი უკრაინელი. მაშ რა არის ჭეშმარიტად რუსული? ავიღოთ რუსეთის ტოპ-10 სიმბოლო და განვიხილოთ მათი წარმომავლობა:

1. Водка - არაყი რუსეთში სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოვიდა, პეტრე პირველის დროს, მანამდე მოსკოველები სვამდნენ ბრაჟკას (ბრაგას)

2. Пельмени - მოსკოველები პელმენის სამშობლოდ ურალს მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ეს ჩინური კერძია. პელმენი რუსულ საისტორიო წყაროებში პირველად XIV-XV საუკუნეში მოიხსენება, ხოლო მისი ჩინური ანალოგი - „ცზიაოცზი“ ათასოთხასი წლით ადრე, პროფესიით ექიმმა ჩჟან ჩჟუნცზინმა (150-210წწ.) გამოიგონა.

3. Блинчики - ბლინების მომზადების რეცეპტი ძველი საბერძნეთიდან აქვთ მოპარული. ტბა ილმენის მიმდებარედ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრტყელი ჭურჭლის ფრაგმენტი ბლინებთან ერთად, რომელიც ახ. წ. IX საუკუნით დათარიღდა. მაშინ როცა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე პერიოდში მისი ბერძნული „წინაპარი“ – „ტაგენიტასი“ საკმაოდ გავრცელებული კერძი იყო. ასევე, მსგავსი გამომცხვარი ფირფიტები ეგვიპტეშიც მზადდებოდა ჩვ წ-მდე V საუკუნეში. ეგვიპტური რეცეპტი სხვა ვარიანტებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მჟავე ცომისგან ცხვებოდა.

4. Матрёшка - მოსკოველების გარდა მთელი მსოფლიო აღიარებს რომ ეს არის იაპონური ღვთაება ფუკურუჯის ფიგურა, რომელიც სათავეს უხსოვარ დროში იღებს, ხოლო რუსებმა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გადმოამატრიოშკეს...

5. Самовар - იგი გავრცელებული იყო ანტიკურ საბერძნეთშიც და მას „აუტეფსას“ ეძახდნენ. სამოვარის უძველესი წინაპარი კი 3600 წლისაა და აღმოჩენილია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შაქის მიდამოებში. აღსანიშნავია, რომ შაქი იყო ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი და ერთიანი საქართველოს ქალაქი 1743 წლის სპარსულ ოკუპაციამდე.

6. მუსიკალური ინსტრუმენტები: გარმონი მოპარეს ჩეხებს, ხოლო, ბალალაიკა - ყაზახებს. თავად სახელწოდება, ბალალაიკას კი უკრაინული ეტიმოლოგია აქვს.

7. Валенки - ე.წ. "ვალინკები" ფინო-უგორების ტომის ხალხისგან მოიპარეს.

8. Кокошник - კოკოშნიკი (რუსული ჩიხტიკოპი) იყო კომი-პერმის ქალების ნაციონალური სამოსის ელემენტი... დღეს ეს ფინო-უგორელებით დასახლებული მიწა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ფედერაციის შემადგენელი რესპუბლიკაა.

9. თვით რუსული ანბანი Кириллица - ბულგარელებმა შექმნეს, თესალონიკელი ძმების კირილეს და მეთოდეს გამოგონილი ალფავიტის "გლაგოლიცას" ბაზაზე.

10. ყველაზე მთავარი - სახელმწიფო სიმბოლო - გერბი წარმოადგენს ორთავიან არწივს, რომელიც რომის იმპერიისა და შემდგომში, აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის), სიმბოლოს წარმოადგენდა, რუსებმა მიისაკუთრეს XV საუკუნიდან. კერძოდ, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ბიზანტიის პრინცესა სოფია ცოლად გაჰყვა მოსკოვის მთავარ ივანე მესამეს და რომელმაც თავი, როგორც „ქრისტიანობის დამცველი“, ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამის დასტურად ივანეს მოჰყავდა ბიზანტიის იმპერიის ნიშანი, ორთავიანი არწივი, რომელიც მას ქორწინების გამო გადაეცა. თუმცა, სინამდვილეში, ეს ორთავიანი არწივი არა იმპერიის, არამედ პრინცესა სოფიას საგვარეულო, პალეოლოგოსების გერბს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ტახტის კანონიერი მემკვირდე, იყო არა, სოფია, არამედ, უკანასკნელი იმპერატორის ძმისშვილი. მან კი „იმპერიის მემკვიდრის“ ტიტული ესპანეთის პრინცს, ფერდინანდს მიჰყიდა. ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, რადგან, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია შედგება ოკუპირებული მიწებისგან, ასევე, რუსული კულტურაც, მეტწილად არის ათობით დაპყრობილი ხალხების და კულტურების ეკლექტური აჯაფსანდალი, მოპარული ნაციონალური ელემენტების რუსული რემიქსი.

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში

„ჩვენ, „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ვიცით როგორ ვიზრუნოთ თქვენს მომავალზე“ | ანი ქავთარაძე

ეთნოგრაფიული ოკუპაცია, ანუ - რუსეთის ნაქურდალი ეროვნული სიმბოლოები | გენრი დოლიძის ბლოგი